ახალი ამბები

უახლოეს დღეებში 1000-ს გადავაბიჯებთ, მაგრამ ჯანდაცვის სისტემა გაუძლებს – გახარია

15 ოქტომბერი, 2020 • 757
უახლოეს დღეებში 1000-ს გადავაბიჯებთ, მაგრამ ჯანდაცვის სისტემა გაუძლებს – გახარია

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ვარაუდობს, რომ უახლოეს დღეებში კორონავირუსით ინფიცირებულთა ახალი დღიური შემთხვევების რაოდენობა 1000-ს გადააჭარბებს, თუმცა ამბობს, რომ ჯანდაცვის სისტემა დარტყმას გაუძლებს.

“ყველანაირი სპეკულირება ინფიცირების რაოდენობის ზრდაზე, ჯანდაცვის სექტორის მზაობაზე, ან საწოლფონდის საკმარისობაზე არის უკიდურესად მიუღებელი და ამორალური. ამ თვეების განმავლობაში მთავრობა, ჯანდაცვის სამინისტრო ემზადებოდნენ მეორე ტალღისთვის. მიუხედავად იმისა, რომ დღეს გვაქვს 919 შემთხვევა, უახლოეს დღეებში, დიდი ალბათობით, გადავაბიჯებთ ათასს და ეს ზრდა გაგრძელდება, მაგრამ ჯანდაცვის სისტემა იმ ახალი მიდგომით, რომელიც ავამუშავეთ, ამ დარტყმას გაუძლებს”, – განაცხადა გახარიამ.

საქართველოში უკანასკნელ 24 საათში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ 14 440-ს მიაღწია.

15 ოქტომბერი: საქართველოში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მასალების გადაბეჭდვის წესი