ნეტგაზეთი | 15 ოქტომბერი: საქართველოში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 15 ოქტომბერი: საქართველოში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – Netgazeti
RU | GE  

15 ოქტომბერი: საქართველოში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში უკანასკნელ 24 საათში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ 14 440-ს მიაღწია.

როგორც ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებს გნაუცხადა, შემთხვევების უმეტესობა, 366, თბილისში გამოვლინდა, 286 შემთხვევა კი აჭარაში დაფიქსირდა.

მისი თქმით, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 53% უკვე გამოჯანმრთელებულია და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 7 307-ს მიაღწია. ამჟამად მიმდინარე შემთხვევები, ენდელაძის თქმით, 7 073-ია.

მარინა ენდელაძე აცხადებს, რომ  გუშინ 14 ოქტომბერს ახალი კორონავირუსით 4 პაციენტი გარდაიცვალა. რაც შეეხება მძიმე პაციენტების რაოდენობას, მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით კრიტიკული 70-მდე პაციენტია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.