საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დამსაქმებლებს მოუწოდებს, თანამშრომლები დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადაიყვანონ.
საწარმოებს კი, სადაც დისტანციურად სამუშაოს შესრულება ვერ ხერხდება, გახარია პასუხისმგებლობის გამოჩენისა და თანამშრომლების დაცვისკენ მოუწოდებს, რათა ფოთის შემთხვევა არ განმეორდეს, სადაც სამკერვალო ფაბრიკის 116 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა:
“მინდა ხაზგასმით აღვნიშნო კერძო და საჯარო ორგანიზაცეიების პასუხისმგებლობა. მაქისმალურად უნდა გადავიდეთ დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე, სადაც ამის საშუალება არსებობს. ეს არის რეკომენდაცია, მაგრამ ყველა კომერციულმა ორგანიზაციამ, რომელსაც ჩვენ ხელს ვუწყობდით, რომ არ გაჩერებულიყო, ეს პასუხისმგებლობა უნდა გაითვალიწსინონ და რაც მოხდა ფოთში, რომ ერთ ორგანიზაციაში დაახლოებით 100-მდე ინფიციირებული გამოვლინდა, ცოტა სერიოზულად უნდა მოვეპყრათ თანამშრომლებს და ყველა საშუალებით აღვჭურვოთ, რომ დავიცვათ ეს ადამიანები” ,- ამბობს გახარია.
116 თანამშრომელს სამკერვალო ფაბრიკაში კოვიდი დაუდასტურდა – ფოთის მერია