ახალი ამბები

ბოლინსში ოქრიაშვილის შტაბი დაარბიეს, წაღებულია ტექნიკა – ენმ

14 ოქტომბერი, 2020 •
ბოლინსში ოქრიაშვილის შტაბი დაარბიეს, წაღებულია ტექნიკა – ენმ

ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, ბოლნისში მაჟორიტარობის კანდიდატ კახა ოქრიაშვილის საარჩევნო შტაბი დაარბიეს და ოფისში არსებული ტექნიკა მოიპარეს. საუბარია საოფისე ტექნიკაზე, მათ შორის- კომპიუტერებზე.

როგორც ნეტგაზეთს პარტიაში განუცხადეს, შემთხვევა წუხელ მოხდა, მისულია პოლიცია, რომელიც ადგილზე მუშაობს.

შსს-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.

ფოტო © სალომე სიგუა/ენმ

მასალების გადაბეჭდვის წესი