ახალი ამბები

დღესაა ბოლო ვადა, როცა ამომრჩეველს სიაში ცვლილების მოთხოვნა შეუძლია

13 ოქტომბერი, 2020 • 1395
დღესაა ბოლო ვადა, როცა ამომრჩეველს სიაში ცვლილების მოთხოვნა შეუძლია

დღეს, 13 ოქტომბერს, 18 საათამდე არის ბოლო ვადა, როდესაც ამომრჩეველს საარჩევნო სიაში ცვლილების შეტანის მოთხოვნის უფლება აქვს.

მონაცემების გადამოწმება ამომრჩეველთა ერთიან სიაში რამდენიმე გზით შეიძლება, მათ შორის ვებგვერდით.

“შეიყვანე პირადი ნომერი, შეიყვანე გვარი, გაიარე უსაფრთხოების ზომები; რუკის საშუალებით ნახე, თუ სად უნდა მისცე ხმა არჩევნების დღეს. გადაამოწმე მონაცემები კომპიუტერის, მობილურის, პლანშეტის და სწრაფი გადახდის აპარატის საშუალებით; გაითვალისწინე, ამომრჩეველთა სიაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნა შესაძლებელია არაუგვიანეს 13 ოქტომბრისა”, – აცხადებენ ცესკოში.

 

გარდა ვებგვერდისა, საარჩევნო სიის გადამოწმება შესაძლებელია ცესკოს აპლიკაციებით, სწრაფი გადახდის აპარატებით და საარჩევნო უბანზე მისვლით.

მასალების გადაბეჭდვის წესი