კრემლის პრეს-სპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჯერჯერობით არ გეგმავს აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებთან, ილჰამ ალიევთან და რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან მოლაპარაკებებს სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის საკითხთან დაკავშირებით.

„თუკი საჭირო იქნება, ეჭვგარეშეა, რომ პრეზიდენტი პუტინი, რა თქმა უნდა, განიხილავს ამ თემას თავის კოლეგებთან“, — РИА Новости-ს თანახმად, განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს კითხვაზე, თუ აპირებენ უახლოეს მომავალში ალიევთან ან ერდოღანთან უმაღლეს დონეზე მოლაპარაკებებს.

კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა ასეთი მოლაპარაკებების გამართვა ამ კვირაში, პესკოვმა განაცხადა: „ჯერ არ არსებობს ასეთი მკაფიო გეგმები“.

„თქვენ იცით, რომ საუბარია ომზე.  რა თქმა უნდა, ომში – იქ, ყარაბაღში – სიტუაცია სწრაფად ვითარდება, ამიტომ რთულია პროგნოზირება. იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, დიალოგის საჭიროებაც გამოიკვეთება“, – დასძინა პესკოვმა.

27 სექტემბრის დილიდან მთიან ყარაბაღში სამხედრო შეტაკებები ისევ განახლდა და დღემდე გრძელდება.

რუსული მედიის თანახმად, ჟირინოვსკი ყარაბაღის ანექსიის იდეით გამოვიდა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაქოში ჩავიდა