რუსული მედიის თანახმად, ჟირინოვსკი ყარაბაღის ანექსიის იდეით გამოვიდა

რუსეთის „ლიბერალ–დემოკრატიული პარტიის“ ლიდერმა, ვლადიმერ ჟირინოვსკიმ განაცხადა, რომ ყარაბაღის კონფლიქტიდან ერთ-ერთი გამოსავალი მთიანი ყარაბაღის რუსეთის ფედერაციაში შეყვანაა. ინფორმაციას რუსული სააგენტო „რეგნუმი“ და მასზე დაყრდნობით სხვა მედიები, მათ შორის lenta.ru ავრცელებენ. ჟირინოვსკის განცხადებით, ყარაბაღის კონფლიქტის მხარეების „შერიგება შეუძლებელია“, რადგან „ყველაფერი სომხური, აზერბაიჯანული, რუსული და მთლიანად კავკასიური სისხლითაა გაჯერებული“. ამიტომაც, მისი განცხადებით, ამ „საუკუნოვანი დავის“ გადასაჭრელად არსებობს … ვრცლად რუსული მედიის თანახმად, ჟირინოვსკი ყარაბაღის ანექსიის იდეით გამოვიდა