თბილისში 5 ოქტომბრის ღამით მომხდარი ავტოავარიის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა.

შემთხვევა გმირთა მოედანზე მოხდა. ავარიისას ავტომობილი ბოძს შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს. ეს ნაწილი გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.