ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბაქოს ცნობით, დაიბომბა ქალაქი განჯა, ერევნის ცნობით – სტეპანაკერტი

4 ოქტომბერი, 2020 • 2365
ბაქოს ცნობით, დაიბომბა ქალაქი განჯა, ერევნის ცნობით – სტეპანაკერტი

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მთიანი ყარაბაღიდან  აზერბაიჯანული ქალაქები განჯა, ტერტერი და გორადიზი დაბომბეს. ინფორმაციას ამის შესახებ rferl ავრცელებს.

განჯა დასავლეთ აზერბაიჯანის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალაქია, რომელშიც 333 ათასი ადამიანი ცხოვრობს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქალაქები რაკეტებითა და საარტილერიო ცეცხლით დაიბომბა.

აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის, ზაკირ გასანოვის თქმით, განჯაზე დარტყმა ბრძოლის ზონას აფართოებს.

“განჯის სამხედრო აეროპორტი განადგურებულია. ეს ერთი”, – ამის შესახებ ფეისბუკზე ყარაბაღის დე ფაქტო პრეზიდენტის პრესმდივანმა ვაგრამ პოღოსიანმა დაწერა. აზერბაიჯანული მედია კი განჯაში სამოქალაქო პუნქტების დაბომბვაზე იუწყება.

AFP ჟურნალისტები ასევე იუწყებიან, რომ იბომბება სტეპანაკერტი, მთიანი ყარაბაღის მთავარი ქალაქი

“აზერბაიჯანული ძალები სტეპანაკერში სამშვიდობო სამიზნეებს ბომბავენ რაკეტებით”, – განაცხადეს სომხეთის თავდაცვის სამინისტროში.

მთიან ყარაბაღში სამხედრო შეიარაღებული კონფლიქტი სომხურ და აზერბაიჯანულ ძალებს შორის უკვე ერთი კვირაა მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი