ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

კიდევ 54 ჯარისკაცი დავკარგეთ – დე-ფაქტო ყარაბაღი

2 ოქტომბერი, 2020 • 1305
კიდევ 54 ჯარისკაცი დავკარგეთ – დე-ფაქტო ყარაბაღი

მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო არმიის მეთაურის მოადგილის, არტურ სარგსიანის განცხადებით, გუშინ კვლავ გრძელდებოდა მძიმე საბრძოლო მოქმედებები. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური გამოცემა news.am ავრცელებს.

“მტერმა კვლავ გააგრძელა შეტევა. ისინი იყენებდნენ თვითმფრინავებს, ვერტმფრენებს, რაკეტების მთლიან არსენალს, არტილერიასა და ტანკებს”, – მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა არტურ სარგსიანმა.

მისი განცხადებით, ბრძოლები მიმდინარეობდა მთელი ფრონტის გასწვრივ, განსაკუთრებით კი- სამხრეთისა და ჩრდილოეთის მიმართულებებით.

“სამწუხაროდ, კიდევ 54-მა მებრძოლმა შესწირა საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს დაცვისთვის ბრძოლაში, დაჭრილთა და დაშავებულთა რიცხვი ზუსტდება, თუმცა საკმაოდ ბევრი დაშავებული გვყავს”, – განაცხადა მან.

სომხეთის თავდაცვის უწყებამ გუშინ, პირველ ოქტომბერს, კიდევ 23 ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. დაღუპული ჯარისკაცების საშუალო ასაკი 20 წელია.

გაიგეთ მეტი:

ყარაბაღში ბრძოლა გრძელდება

მასალების გადაბეჭდვის წესი