ახალი ამბები

პარტიული სია ცესკოში 50-მა პარტიამ და ორმა ბლოკმა წარადგინა

2 ოქტომბერი, 2020 • 1403
პარტიული სია ცესკოში 50-მა პარტიამ და ორმა ბლოკმა წარადგინა

ცესკოს ცნობით, 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებული 58 საარჩევნო სუბიექტიდან პარტიული სია ცესკოს თავმჯდომარეს წარუდგინა 52-მა, მათგან 2 ბლოკი და 50 პოლიტიკური პარტიაა.

პარტიული სიების წარდგენის ვადა პირველ ოქტომბერს, 18.00 საათზე ამოიწურა.

ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, რომ პარტიული სიების წარდგენის შემდეგ იწყება პარტიული სიების შემოწმების პროცესი.

“წარმოდგენილ დოკუმენტაციას შესაბამისი სამსახური შეამოწმებს და ცესკოს თავმჯდომარეს წარუდგენს დასკვნას არაუგვიანეს 5 ოქტომბრისა. თუ პარტიული სია შეესაბამება კანონმდებლობას, ცესკოს თავმჯდომარე არაუგვიანეს 6 ოქტომბრისა გაატარებს სიას რეგისტრაციაში, ხოლო ხარვეზის დადგენის შემთხევაში, საარჩევნო სუბიექტს მიეცემა კანონით დადგენილი 3-დღიანი ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად”, – აცხადებს ცესკო.

საარჩევნო სუბიექტებს, რომლებმაც დადგენილ ვადაში არ წარადგინეს პარტიული სია, კანონმდებლობის შესაბამისად, გაუუქმდებათ საარჩევნო რეგისტრაცია.

წარდგენილი პარტიული სიები ცესკოს ვებ-გვერდზე ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა უკვე ცნობილი გახდა “ქართული ოცნების” და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიები.

მასალების გადაბეჭდვის წესი