ახალი ამბები

გორთან ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

29 სექტემბერი, 2020 •
გორთან ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

თბილისი-ლესელიძის მაგისტრალზე, გორთან მომხდარი ავარიის დროს ორი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა.

სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ცნობითვე, დაშავებულები გორის სამხედრო ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

არსებული ინფორმაციით, ავარიაში მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი ფიგურირებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი