ახალი ამბები

ავსტრალიაში ოკეანემ 400-მდე მკვდარი ვეშაპი გამორიყა

23 სექტემბერი, 2020 • 1067
ავსტრალიაში ოკეანემ 400-მდე მკვდარი ვეშაპი გამორიყა

ავსტრალიაში, ტასმანიის კუნძულზე, ოკეანემ 450-ზე მეტი პილოტი ვეშაპი გამორიყა, რომელთაგა, სულ მცირე, 380 ვეშაპი მკვდარია.

როგორც The Guardian წერს, ვეშაპები სამშაბათს დილას ოკეანემ მაკქუარის ყურეში გამორიყა. თავდაპირველად მათი რაოდენება 270-ს აღწევდა, თუმცა ოთხშაბათს დილისთვის წყალმა კიდევ 200 ვეშაპი გამორიყა.

50 მათგანის გადარჩენა მაშველებმა შეძლეს და ისინი წყალში დააბრუნეს. 30 ვეშაპის გადასარჩენად კი სპეციალური ჯგუფი მუშაობს.

გამოცემის თანახმად, გამორიყული ვეშაპების რაოდენობა ავსტრალიის ისტორიისთვის ანტირეკორდია. მანამდე მსგავსი რამ 1935 წელს მოხდა, როდესაც ტასმანიის ნაპირზე წყალმა 294 ვეშაპი გამორიყა.

მასალების გადაბეჭდვის წესი