ახალი ამბები

სიდნეის სავაჭრო ცენტრში თავდასხმის შედეგად საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

14 აპრილი, 2024 • 1875
სიდნეის სავაჭრო ცენტრში თავდასხმის შედეგად საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

სიდნეიში, სავაჭრო ცენტრში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა შორისაა საქართველოს მოქალაქე, 55 წლის ფიქრია დარჩია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საელჩო კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები.

„ქართული მხარისთვის ცნობილი არის სიდნეიში, სავაჭრო ცენტრში თავდასხმის შედეგად, საქართველოს (და ავსტრალიის) მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. ჩვენ თანავუგრძნობთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და ასევე, ავსტრალიის მთავრობას და ხალხს აღნიშნული ინციდენტის შედეგად დაღუპულთათვის. ქართული მხარე შეშფოთებას გამოვთქვამთ მომხდარის გამო. საქართველოს საელჩო კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები”, — აღნიშნავენ უწყებაში.

ავსტრალიაში, სიდნეის Westfield Bondi Junction-ის სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული პირი შეიჭრა და 6 ადამიანი მოკლა. რამდენიმე დაიჭრა. პოლიციის მიერ ლიკვიდირებულია 40 წლის თავდამსხმელი ჯოელ კაუჩი.

მასალების გადაბეჭდვის წესი