ახალი ამბები

ავსტრალიის საარჩევნო უბანზე „ოცნებამ“ 30% მიიღო, 70% – ოპოზიციამ

26 ოქტომბერი, 2024 •
ავსტრალიის საარჩევნო უბანზე „ოცნებამ“ 30% მიიღო, 70% – ოპოზიციამ

ავსტრალიის ნომერ 60 საარჩევნო უბანზე, რომელიც უკვე დაიხურა დროის სხვაობის გამო, „ქართულმა“ ოცნებამ ხმების 30% მიიღო, ოთხ დიდ ოპოზიციურ პარტიას კი 70% ერგო.

შემაჯამებელი ოქმი „ძლიერი საქართველოსთვის“ წევრმა, ირაკლი კუპრაძემ გამოაქვეყნა.

შედეგები ასე გადანაწილდა:

  • „კოალიცია ცვლილებებისთვის“ – 14 ხმა (28%)
  • „ნაციონალური მოძრაობა“ – 10 ხმა (20%)
  • „ძლიერი საქართველოსთვის“ – 9 ხმა (18%)
  • „გახარია საქართველოსთვის“ – 2 ხმა (4%)
  • „ქართული ოცნება“ – 15 ხმა (30%).

მასალების გადაბეჭდვის წესი