ახალი ამბები

ფონიჭალაში 11 ნარკორეალიზატორი დავაკავეთ – შსს

23 სექტემბერი, 2020 • 646
ფონიჭალაში 11 ნარკორეალიზატორი დავაკავეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კრიმინალური პოლიციისა და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა ერთობლივი ოპერაციის დროს ფონიჭალის დასახლებაში 11 ნარკორეალიზატორი დააკავეს.

როგორც უწყება ამბობს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.

პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, ფული და მობილური ტელეფონები ამოიღო“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით, მეოთხე ნაწილით, მე-5 ნაწილის “ა” და”ბ” ქვეპუნქტებით და მე-6 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი