ახალი ამბები

აღმაშენებელზე მომხდარ ჩხუბზე გამოძიება დაიწყო

23 სექტემბერი, 2020 •
აღმაშენებელზე მომხდარ ჩხუბზე გამოძიება დაიწყო

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, 22 სექტემბერს, ღამის საათებში ჩხუბის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

როგორც „ნეტგაზეთს“ უწყების პრესცენტრში უთხრეს, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.

ამ მუხლით სასჯელად გათვალისწინებულია ან 1 წლამდე პატიმრობა, ან 6-12 თვიანი შინაპატიმრობა, ან ჯარიმა, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120-180 საათით.

ჩხუბის შემდეგ ადგილზე საპატრულო პოლიციის ექვსი ეკიპაჟი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების 2 მანქანა იყო მობილიზებულები.

პირველადი ინფორმაციით, მძიმედ არავინ დაშავებულა.

„ნეტგაზეთის“ პირველადი ინფორმაციითვე, დაპირისპირება მოჰყვა 4-5  ნასვამი მოქალაქის მოთხოვნას, ერთ-ერთ რესტორანში შეეშვათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი