Interviewsახალი ამბები

სწავლის თარიღზე ახალი გადაწყვეტილება არ მიგვიღია – გაბუნია

22 სექტემბერი, 2020 • 1215
სწავლის თარიღზე ახალი გადაწყვეტილება არ მიგვიღია – გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, სწავლის დაწყების თარიღთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილება არ მიღებულა, მაგრამ ის პროტოკოლში ცვლილებებს არ გამორიცხავს. ამის შესახებ მან დღეს, 22 სექტემბერს უწყაბათაშორისი საკოორდინაციოს საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, სწავლასთან დაკავშირებით პროტოკოლში შესაძლოა ცვლილებები შევიდეს, თუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია იქნება.

“უსაფრთხოების პროტოკოლები საკმაოდ დეტალურია. არ გამოვრიცხავ, რომ შესაძლოა გარკვეული მოდიფიკაციები შევიდეს, თუ ახალ რეკომენდაციას მოგვცემს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. რადგან ეს ცოცხალი პროცესია, ამაზე ვართ ჩვენ დამოკიდებული, რა საერთაშორისო რეკომენდაციაც იქნება, ის აისახება. რაც შეეხება სწავლის დაწყების თარიღს, დღეს ამასთან დაკავშირებით რაიმე ახალი გადაწყვეტილება არ მიღებულა”, — განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საქართველოს დიდ ქალაქებსა და ასევე მთლიანად აჭარაში, კორონავირუსის გამო სწავლა პირველ ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში დაიწყო.

როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი

მასალების გადაბეჭდვის წესი