ახალი ამბები

როდესაც ოპოზიცია მოვა პოზიციაში, ჩვენ ასევე ვიქნებით მასთან – მიტროპოლიტი

21 სექტემბერი, 2020 •
როდესაც ოპოზიცია მოვა პოზიციაში, ჩვენ ასევე ვიქნებით მასთან – მიტროპოლიტი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ვანისა და ბაღდათის ეპარქიის ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი ანტონი “ქართული ოცნების” მაჟორიტარების წარდგენაზე მაღალი იერარქების დასწრების ფაქტს განმარტავს. მისი თქმით, ზოგადი პრაქტიკაა, რომ ეკლესია მხარს არსებულ ხელისუფლებას უჭერს “თავაზიანობის ფარგლებში” და ეს არჩევნებში მონაწილეობა არ არის.  მიტროპოლიტის განმარტებები ფორმულამ და მთავარმა არხმა გაავრცელეს.

მიტროპოლიტი ანტონი ფორმულასთან ამბობს, რომ ეკლესია ყველა ხელისუფლებას “ღვთისაგან” [მოვლენილს] ჩათვლის და ეს სიახლე არ არის.

“როდესაც ოპოზიცია მოვა პოზიციაში, ჩვენ ასევე ვიქნებით მასთან”, – ამბობს მიტროპოლიტი მთავარ არხთან.

“მომავალ თაობაში, ყველა თაობაში – ეკლესია ყოველთვის უჭერს მხარს არსებულ ხელისუფლებას. ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, პოზიცია იქნება თუ არაოპოზიცია, და ექნება ჩვენთან თბილი დამოკიდებულება, არ იუკადირსებენ ჩვენთან ურთიერთობას”, – აცხადებს მიტროპოლიტი.

მან ასევე გააკრიტიკა ოპოზიციური პარტიების ნაწილის. მისი თქმით, ზოგი პარტია ჯერ არ მოსულა ხელისუფლებაში და “უკვე მტრული განწყობა აქვთ ეკლესიის მიმართ”.

როგორც ცნობილია, ბოლო პერიოდში რეგიონებში “ქართული ოცნების” მაჟორიტარების წარდგენას მღვდელმთავრებიც ესწრებოდნენ, მათ შორის თავად მიტროპოლიტი ანტონი, ასევე, ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი