ახალი ამბებირეკლამა

აპლიკაცია, რომელიც ინტერნეტის მავნე ზეგავლენისგან ბავშვების დაცვაში დაგეხმარებათ

19 სექტემბერი, 2020 • 2548
აპლიკაცია, რომელიც ინტერნეტის მავნე ზეგავლენისგან ბავშვების დაცვაში დაგეხმარებათ

„ჩემი შვილი პლანშეტით თამაშობდა, როცა ოთახში ატირებული შემოვიდა და მითხრა, რომ ძაღლის წამების ვიდეოს უყურა“, – ამბობს მარიამ ბერიძე, 11 წლის ბავშვის დედა და დასძენს: „ძალიან რთულია ინტერნეტში გააკონტროლო რას უყუროს შვილმა და რას არა“.

ზღვა შესაძლებლობებთან ერთად, ინტერნეტი არაერთ საფრთხეს შეიცავს. პედოფილია, ბულინგი, ძალადობა, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება, ნარკოტიკები, აზარტული თამაშები – ის თემებია, რომელთაგან ბავშვები აუცილებლად უნდა დავიცვათ.

როგორ შეიძლება პოზიტიურად ვირტუალური სივრცის გამოყენება? როგორ გავხადოთ ინტერნეტზე წვდომა ისეთი, რომ ბავშვმა, მოზარდმა თან თავი დაიმკვიდროს თანატოლებში, დაიკმაყოფილოს ცნობისმოყვარეობა? და ამავე დროს უსაფრთხო და პროგნოზირებადი იყოს მისი წვდომა გლობალურ ქსელთან. 

ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ ხუთ წლამდე ბავშვები საერთოდ მოვარიდოთ ეკრანს, რადგან ეს მათ განვითარებას აფერხებს. მომდევნო ასაკობრივი ჯგუფებისთვის კი სპეციალისტებს შემდეგი რჩევები აქვთ:

  • მოზარდთან კომპიუტერზე/სხვადასხვა მოწყობილობასთან ქცევის წესებზე შეთანხმება და ეკრანთან გატარებული დროის ბალანსი;
  • ალტერნატივი შეთავაზება – სპორტის, ხელოვნების, STEM /მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიის, მათემატიკის წრეებში ჩართვა.

იმის გასაკონტროლებლად, თუ რა დროს ატარებს ბავშვი ეკრანთან და რა კონტენტს ნახულობს, მსოფლიოში არაერთმა ინტერნეტ ოპერატორმა ე.წ. parent control მექანიზმი დანერგა. ეს ფუნქცია უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია.

ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ უთვალთვალებთ შვილს. ეს ნიშნავს, იყოთ მის გვერდით, როცა საჭიროა. 

სილქნეტმა გადაწყვიტა მშობლებთან ერთად გაინაწილოს პასუხისმგებლობა და მათ ონლაინ უსაფრთხოების დაცვის სერვისი „ინტერნეტ მშობელი“ შესთავაზა. 

მობილური აპლიკაციით შესაძლებელია: 

[checklist]

  • შეუსაბამო მასალასთან წვდომის რისკების შემცირება;
  • კონკრეტული საიტების და საიტის კატეგორიების გაფილტვრა/დაბლოკვა;
  • უსაფრთხო ძიების ფუნქციის დამატება;
  • დროის ბალანსი და მისი მართვა.

[/checklist]

ინტერნეტ მშობელი სილქნეტისგან

ინტერნეტ მშობელი სილქნეტისგან

იმისათვის, რომ მშობლები უკეთ გაეცნონ სერვისს და მოირგონ მისი ფუნქციები, სერვისი 3 თვით უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი. 

„ინტერნეტ მშობლის“ პაკეტებს ოპტიკური ქსელის მომხმარებელი მოწყობილობის რაოდენობის მიხედვით აირჩევს. აქციის პერიოდში უფასოდ გააქტიურებული იქნება basic [ძირითადი] პაკეტი, ხოლო 3 თვის შემდეგ სერვისის ყოველთვიური ღირებულება გახდება:

პაკეტი basic – თვეში 3 ლარი – მაქსიმუმ 5 მოწყობილობაზე;

პაკეტი premium – თვეში 5 ლარი – მაქსიმუმ 10 მოწყობილობაზე.

სერვისის სამართავად აუცილებელი პირობაა პორტალზე – mysilknet.com რეგისტრაცია, სადაც განთავსებულია დეტალური ინსტრუქცია ქართულ ენაზე და აპლიკაციები. ამ „დამატებითი სერვისის“ ჩართვისთანავე აბონენტს SilkTV-ის მენიუში დაემატება საინფორმაციო შემეცნებითი ვიდეო – ინტერნეტ უსაფრთხოების თემატიკაზე. 

მშობელს შეუძლია აპლიკაციის გადმოსაწერი ბმული გააგზავნოს ბავშვის მოწყობილობაზე სმს-ით, ელ-ფოსტით, მესენჯერით და ამ მოწყობილობაზე პაროლის გამოყენებით დააინსტალიროს აპლიკაცია.   

მობილური აპლიკაციის Android ვერსია ხელმისაწვდომია Play Store ზე სახელწოდებით:  Silk Parent და Silk Junior.

მასალების გადაბეჭდვის წესი