ახალი ამბები

პანკისში შმაგი მუთოშვილი დააკავეს

19 სექტემბერი, 2020 • 1124
პანკისში შმაგი მუთოშვილი დააკავეს

პანკისის ხეობაში შმაგი მუთოშვილი დააკავეს. მუთოშვილი 2019 წლის ნოემბერში მოკლული ვისური მუთოშვილის ძმაა. როგორც “ნეტგაზეთს” შინაგან სამქეთა სამინისტროში განუცხადეს, მუთოშვლის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო ტარებას ედავებიან.

პანკისის სათემო რადიოს ცნობით, შმაგი მუთოშვილი დანაშაულს არ აღიარებს. ახლობლები მოკლულის ძმის დაკავებას მკვლელობაში მსჯავრდებულების ოჯახებთან შერიგებაზე უარის თქმას უკავშირებენ.

საქმე ეხება 29 ივლისს სოფელ დუისში  მურად ქავთარაშვილის სახლის დაცხრილვას, რა დროსაც სახლში  მურად ქავთარაშვილი და მისი მშობლები იმყოფებოდნენ. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.

მურად ქავთარაშვილი მუთოშვილებსა და ქავთარაშვილებს შორის 2019 წლის ნოემბერში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების ფიგურანტია. სროლისას  ვისური მუთოშვილი დაიღუპა, მურად ქავთარაშვილი კი ფეხში დაიჭრა.

პანკისის ხეობაში ორი გვარის შერიგება რამდენჯერმე უშედეგოდ სცადეს.

ორ გვარი ერთამენეთს ერთმანეთს პანკისში ჰესების მშენებლობის გამო დაუპირისპირდნენ. ქავთარაშვილები ჰესების მშენებლობას მხარს უჭერენ, მუთოშვილები კი ეწინააღმდეგებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი