ახალი ამბებირეკლამა

გააციფრულე მომავალი – ანუ ამბავი, სადაც პანკისელმა ბავშვებმა ციფრულ სამყაროში მოგზაურობა დაიწყეს

2 ივნისი, 2022 • 1017
გააციფრულე მომავალი – ანუ ამბავი, სადაც პანკისელმა ბავშვებმა ციფრულ სამყაროში მოგზაურობა დაიწყეს

შეიძლება ოდესმე უკითხავთ, მომავალს რა ფერებში ხედავო. და შეიძლება შენც უპასუხე, რომ ფერებში არა, მაგრამ, ციფრებში ხედავდი.

შენი პასუხი, რეალობისგან შორს სულაც არ იყო, რადგან ციფრები არა, მაგრამ ციფრული სამყარო ნამდვილადაა ის ადგილი, სადაც საკუთარი რესურსების ინვესტიცია პროფესიულ წარმატებას ნამდვილად მოგიტანს. 

ჰოდა, “გააციფრულე მომავლის” ამბავიც ასე დაიწყო- უსაზღვრო შესაძლებლობებით, ციფრული სამყაროთი, მომავალში ინვესტიციითა და იმ ბავშვებით, ამ შესაძლებლობების დანახვისა და გამოყენების საშუალება რომ უნდა ჰქონოდათ. 

გააციფრულე მომავალი დემოკრატიის ლაბორატორიის პროექტია, რომელიც  GCSD-ის მხარდაჭერითა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, პარტნიორ ორგანიზაციებს კი- კახეთის რეგიონული განვითარების ცენტრი, Forset  და Kraken-ი წარმოადგენენ. მთავარი მიზანი- პანკისში მცხოვრები ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება, მათთვის ყველაზე მოთხოვნადი ციფრული პროფესიების სწავლა, შესაძლებლობების მიცემა და დისტანციური დასაქმების გზით მათი ხელშეწყობაა. 

რატომ პანკისი?

მიუხედავად იმისა, რომ პანკისი საქართველოს მრავალეთნიკურ მხარეში ერთ-ერთი გამორჩეული რეგიონია, ახალგაზრდებისთვის საკმაოდ მწირი შესაძლებლობები არსებობს. მათთვის რთულია აქტიურად აუწყონ ფეხი თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევებს. პროექტის მთავარი მამოძრავებელი ღირებულებაც სწორედ ეს იყო- მისცემოდათ პანკისელ ახალგაზრდებს შანსი, დაენახათ ის მრავალფეროვანი პოტენციალი- რომელიც მათშია და ჰქონოდათ წვდომა თანამედროვე ციფრულ პროფესიებზე. 

პროექტში სულ 60 პანკისელი ახალგაზრდა მონაწილეობდა. ისინი ღია კონკურსის საშუალებით  შეირჩნენ და გაიარეს 3 თვიანი ტრენინგი სხვადასხვა ციფრული მიმართულებით:

  • ტექსტის წერა და სთორითელინგი (Imitom.ge);
  • გრაფიკული დიზაინი (Forset);
  • სოციალური მედიის მართვა და ციფრული მარკეტინგი (Kraken);
  • მონაცემთა ანალიზი და ვიზუალიზაცია (Forset);
  • მენეჯმენტი/თვითდასაქმება/აქტივიზმი და ადვოკატირება (KRDF-კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი);
  • ციფრული და მედიაწიგნიერება (დემოკრატიის ლაბორატორია).

მიმართულებები, რომლებსაც ახალგაზრდები ისწავლიდნენ იმისდა მიხედვით შეირჩა, თუ რამდენად მოთხოვნადი იყო ბაზარზე და სამომავლო დასაქმების როგორი პოტენციალი ჰქონდა – აძლევდა თუ არა ახალგაზრდებს დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას.

პროექტის მომდევნო ეტაპზე, მენტორების მიერ შეირჩა 18 ახალგაზრდა, რომლებმაც ანაზღაურებადი სტაჟირება- არჩეული მიმართულებების მიხედვით- პარტნიორ ორგანიზაციებში დაიწყეს.  Მათ სერტიფიკატებთან ერთად გადაეცათ ის ტექნიკური აღჭურვილობა, რომელიც საშუალებას მისცემდა დაბრკოლებების გარეშე გაევლოთ სტაჟირება.



საფუძველი ჩაყრილია –  სწავლის ძირი, როგორც გვითხრეს, მწარეზე მეტად საინტერესო და ახალი გამოცდილებებით სავსე აღმოჩნდა. ვინაიდან ახალგაზრდების ხელშეწყობა ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა დემოკრატიის ლაბორატორიისა და მისი მეგობარი ორგანიზაციებისთვის, სავარაუდოა, რომ მსგავს პროექტებს მომავალშიც მრავლად ვიხილავთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი