ახალი ამბები

გარდაიცვალა პანკისელი მწერალი და უხუცესი ხასო ხანგოშვილი

15 ნოემბერი, 2023 • 2002
გარდაიცვალა პანკისელი მწერალი და უხუცესი ხასო ხანგოშვილი

ქისტი მწერალი, ხასო ხანგოშვილი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ის პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრი იყო და აქტიურად იყო ჩაბმული პანკისის საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ხანგოშვილი 20 წელზე მეტხანს პანკისის ხეობაში, სკოლის მასწავლებელი იყო.

ის აქტიურად იკვლევდა ქისტების ცხოვრებას და ისტორიას. დაწერილი აქვს რამდენიმე წიგნი ქისტების შესახებ, მათ შორის “ქისტები – 100 ამბავი” 2021 წელს წარდგენილი იყო ლიტერატურული პრემია “საბაზე” საუკეთესო ესეისტიკისა და დოკუმენტური პროზის კატეგორიაში.


გარეკანის ფოტო: პანკისის სათემო რადიო

მასალების გადაბეჭდვის წესი