პანკისის ხეობაში სოფელ საკობიანოში მომხდარი დაპირისპირების შედეგად 1 ადამიანი მოკლეს. დაშავებულია 3 ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია განზრახ მკვლელობის მუხლით. დაკავებული არავინაა.
მოკლულია ვისური მუთოშვილი.
ნეტგაზეთი ესაუბრა გარდაცვლილის ერთ-ერთ ნათესავს, რომელიც მომხდარს ხეობაში დაგეგმილ ჰესის მშნებლობას უკავშირებს. მისი თქმით, დაპირისპირება დიდი ხანია არსებობს. მისივე ცნობით, გარდაცვლილი ხეობაში ჰესის აქტიური მოწინააღმდეგე იყო, ხოლო კონფლიქტის მეორე მხარეს მდგომი ადამიანები – მომხრეები.
შსს-ში მომხდარის თაობაზე ჯერჯერობით ინფორმაციას არ ფლობენ.