ახალი ამბები

ქარელი-ხაშურის მონაკვეთზე მიკროავტობუსი ამობრუნდა: დაიღუპა 1 და დაშავდა 11 ადამიანი

19 სექტემბერი, 2020 • 734
ქარელი-ხაშურის მონაკვეთზე მიკროავტობუსი ამობრუნდა: დაიღუპა 1 და დაშავდა 11 ადამიანი

ქარელი-ხაშურის მონაკვეთზე ავტოსსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. შემთხვევა დღეს, 19 სექტემბერს მოხდა.

არსებული ინფორმაციით, სამგზავრო მიკროავტობუსი, რომელიც საჩხერიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.

როგორც “ნეტგაზეთს” სასწრაფო სამედიცინო ცენტრში განუცხადეს, დაშავებულები ქარელის კლინიკაში არიან გადაყვანილები და მათგან ოთხის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი