ახალი ამბები

ავტოავარია ვარკეთილში: დაღუპულია ახალგაზრდა ქალი

17 სექტემბერი, 2020 • 1958
ავტოავარია ვარკეთილში: დაღუპულია ახალგაზრდა ქალი

თბილისში, ვარკეთილში მომხდარი ავტოავარიის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

შემთხვევა ე.წ. სუხიშვილის წრიულთან მოხდა. მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რა დროსაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით. ეს გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ფოტო გარეკანზე: ზურა მენაღარიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი