ახალი ამბები

ოპოზიციის ნაწილმა ხელი მოაწერა შეთანხმებას მართლმსაჯულების რეფორმაზე

16 სექტემბერი, 2020 • 1235
ოპოზიციის ნაწილმა ხელი მოაწერა შეთანხმებას მართლმსაჯულების რეფორმაზე

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც, მათი გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს მართლმსაჯულების რეფორმას ითვალისწინებს. დოკუმენტის მთავარი გზავნილებია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაშლა, შსს-ს დეცენტრალიზაცია და პროკურატურის უფლებამოსილების შეკვეცა.

შეთანხმების გარშემო გაერთიანდნენ შემდეგი ოპოზიციური პარტიები”: „ევროპული საქართველო”, „ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ერთიანი საქართველო“ და „გირჩი“.

აღნიშნულს წინ უძღოდა ოპოზიციური პარტიების შეხვედრა ბორჯომში, სადაც რეფორმის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. პოტენციური ცვლილებების თანახმად, საქართველოში შემოვა პოლიციის შერიფის ინსტიტუტი, რომელსაც თვითმმართველობის დონეზე აირჩევენ. შეთანხმებაში ასევე საუბარია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაშლასა და სახელმწიფო პროკურორის ნაცვლად არჩევითი ბრალმდებლის ინსტიტუტის შემოღებაზე.

ვრცლად, ოპოზიციის ხედვის შესახებ, წაიკითხეთ აქ:

დაშლილი სუს-ი და შერიფები საქართველოში – ოპოზიციური თანხმობა მართლმსაჯულების რეფორმაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი