ახალი ამბები

კუკავა ვაკის მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს

13 სექტემბერი, 2020 •
კუკავა ვაკის მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა ვაკის მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსმასახური ავრცელებს.

“მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური მედია საშუალებები ხშირ შემთხვევაში თავს არიდებენ „თავისუფალი საქართველოს“ ღონისძიებების გაშუქებას, პარტიის მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენა, სხვადასხვა საარჩევნო ოლქში ყოველდღიურრეჟიმში მიმდინარეობს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

პრესსამსახურის თქმით, უახლოეს მომავალში „თავისუფალი საქართველო“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს ოცდაათივე ოლქში წარადგენს. კუკავა კენჭს ვაკეში იყრის, პარტიის თანათავმჯდომარე, გოგი წულაია ქვემო კი წყალტუბო-სამტრედია-ვანი-ხობის მაჟორიტარ კანდიდატად დასახელდება.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ვაკის რაიონულ ოლქში გაერთიანებულ ოპოზიციას დასახელებული ჰყავს ელენე ხოშტარია ჰყავს დასახელებული, “ქართულ ოცნებას” – ნოდარ ტურძელაძე, “ლელოს” – ლევან კობერიძე, “პატრიოტთა ალიანსს” კი – ნანა დევდარიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი