ახალი ამბები

სასამართლომ თამაზ ხომასურიძეს პატიმრობა შეუფარდა

12 სექტემბერი, 2020 • 692
სასამართლომ თამაზ ხომასურიძეს პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი არასრულწლოვანი ბრალდებულის მამას, თამაზ ხომასურიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ნეტგაზეთს სასამართლოს პრესსამსახურში განუცხადეს. აღკვეთის სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ დღეს მიმართა.

გუშინ, 11 სექტემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხომასურიძე მუქარის, მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დააკავა. ხომასურიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 3691-ე მუხლის მესამე ნაწილითა და 370-ე მუხლის მეორე, მესამე ნაწილებით წარედგინა, რაც დამტკიცების შემთხვევაში სამიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს: ხომასურიძე მუქარის, მტკიცებულებების ფალსიფიკაციის და ცრუ ჩვენების ბრალდებით დააკავეს

შსს: ხომასურიძე მუქარის, მტკიცებულებების ფალსიფიკაციის და ცრუ ჩვენების ბრალდებით დააკავეს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი