ახალი ამბები

შატილის გზაზე დაშავებული 3 პირი სუნთქვის აპარატიდან მოიხსნა, მათი მდგომარეობა სტაბილურია

12 სექტემბერი, 2020 • 873
შატილის გზაზე დაშავებული 3 პირი სუნთქვის აპარატიდან მოიხსნა, მათი მდგომარეობა სტაბილურია

შატილის გზაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული სამი პირი მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს და ამ ეტაპზე მათი მდგომარეობას სტაბილურია. ამის შესახებ ნეტგაზეთს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერისტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განუცხადა.

“ამ ეტაპზე სამივე პაციენტი მოხსნილია მართვითი სუნთქვის აპარატიდან და სპონტანურ სუნთქვაზე არიან. მათი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ტრამვებიდან გამომდინარე, შესაძლოა უარყოფითი შედეგები გამოუვლინდეთ, მაგრამ ყველაფერი კეთდება რომ ყველა პრობლემის ლიკვიდაცია მოხდეს,”-ამბობს რატიანი.

შატილიდან თბილისისკენ მომავალი მიკროავტობუსი, რომელიც ხევსურეთში ტურისტული ვიზიტით იმყოფებოდა, 23 აგვისტოს გზის სავალი ნაწილიდან, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან, კლდოვან ფერდობზე გადავარდა. ავარიის შედეგად დაიღუპა 17 ადამიანი, მათ შორის — მიკროავტობუსის მძღოლი.

3 გადარჩენილი მგზავრი ამჟამად თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება.

მასალების გადაბეჭდვის წესი