ახალი ამბები

შატილში მომხდარი ავარიის საქმეზე “თრეველ ჯის” დირექტორს და მიკროავტობუსის მესაკუთრეს პატიმრობა შეეფარდათ

16 ნოემბერი, 2021 • 998
შატილში მომხდარი ავარიის საქმეზე “თრეველ ჯის” დირექტორს და მიკროავტობუსის მესაკუთრეს პატიმრობა შეეფარდათ

პროკურატურის ცნობით, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გასულ წელს შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიის საქმეზე, რომელსაც 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ტურისტული კომპანიის დირექტორი, შალვა ბოლოთაშვილი და მიკროავტობუსის მესაკუთრე დამნაშავედ ცნო.

“პროკურატურის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 23 აგვისტოს ტურისტული სააგენტოს – შპს „ჩიფ თრეველ ჯორჯიას“ მიერ ორგანიზებული ტურისტული მარშრუტით, შატილიდან თბილისში დაბრუნებისას, სატრანსპორტო საშუალების გაუმართაობის მიზეზით მიკროავტობუსი შატილის გზაზე, 60 მეტრის სიღრმის ხევში ჩავარდა, რის შედეგადაც 17 პირი გარდაიცვალა, მათ შორის, მიკროავტობუსის მძღოლი; ხოლო სამმა მოქალაქემ სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო”, – განმარტებულია განცხადებაში.

ისინი 2021 წლის 23 თებერვალს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 277-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით წარედგინათ, რაც სატრანსპორტო საშუალების უხარისხო რემონტს ან/და ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვებას გულისხმობს

სასამართლომ მიკროავტობუსის მესაკუთრე სრულად ცნო დამნაშავედ ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვებაში, რამაც ადამიანების გარდაცვალება და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია. მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

რაც შეეხება ტურისტული კომპანიის დირექტორს, სასამართლომ ის 220 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით ცნო, რაც გულგრილობას, სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია. სასამართლომ მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

საშიში მგზავრობა და ასოცირების ხელშეკრულების ვადაგადაცილებული ვალდებულებები

მასალების გადაბეჭდვის წესი