ახალი ამბები

შატილის ავარიაში დაშავებულები აპარატიდან, ძირითადად, მოხსნილნი არიან — ტურძელაძე

8 სექტემბერი, 2020 • 1437
შატილის ავარიაში დაშავებულები აპარატიდან, ძირითადად, მოხსნილნი არიან — ტურძელაძე

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ლალი ტურძელაძის თქმით, შატილის ავარიის დროს დაშავებულების მდგომარეობა უკეთესია.

როგორც მან “ნეტგაზეთს” უთხრა, სამივე მათგანი კიდურებს ამოძრავებს და ძირითადად, სასუნთქი აპარატიდანაც მოხსნილნი არიან.

“სამივეს მდგომარეობა უკეთესია, სამივე გონებაზეა, სამივეს ოთხივე კიდური მოძრაობს, კონტაქტურები არიან და ბევრად უკეთ არიან, ვიდრე იყვნენ. თუმცა რჩებიან რეიანიმაციაში, მაგრამ დამხმარე ვენტილაციაზე, ძირითადად, აპარატიდან მოხსნილი არიან და ჯერ დამხმარე სჭირდებათ”, — განაცხადა ტურძელაძემ.

შატილიდან თბილისისკენ მომავალი მიკროავტობუსი, რომელიც ხევსურეთში ტურისტული ვიზიტით იმყოფებოდა, 23 აგვისტოს გზის სავალი ნაწილიდან, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან, კლდოვან ფერდობზე გადავარდა. ავარიის შედეგად დაიღუპა 17 ადამიანი, მათ შორის — მიკროავტობუსის მძღოლი.

3 გადარჩენილი მგზავრი ამჟამად თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება.

მასალების გადაბეჭდვის წესი