ახალი ამბები

ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ბორდერიზაცია განხორციელდა – სუს

12 სექტემბერი, 2020 •
ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ბორდერიზაცია განხორციელდა – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ინფორმაციით, სოფელი ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის მორიგი ფაქტი განხორციელდა. სუს-ის ცნობითვე, მომხდარზე გააქტიურდა „ცხელი ხაზი“ და მოთხივნილ იქნა უკანონო ქმედების დაუყოვნებლივ შეწყვეტა.

“საოკუპაციო ძალების მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ასევე ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია ეცნობება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს.

საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დესტრუქციული ქმედებები აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და უკიდურესად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას,”-წერია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი