ახალი ამბები

უცხო ქვეყნის მოქალაქის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

5 სექტემბერი, 2020 •
უცხო ქვეყნის მოქალაქის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქის გაუპატიურების ბრალდებით სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მიხედვით, რაც სწორედ გაუპატიურებას გულისხმობს.

შემთხვევა ლაგოდეხის ნაკრძალში მოხდა, სადაც უცხოეული ტურისტი ქმართან ერთად იმყოფებოდა. როგორც ლაგოდეხის ნაკრძალის წარმომადგენლები მედიასაშუალებებთან აცხადებენ, უცხოელები ნაკრძალში ადგილობრივ დამსვენებლებს შეხვდნენ და სწორედ იქ მოხდა აღნიშნული ფაქტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი