ახალი ამბები

ხანძარი პურის მოედანზე

4 სექტემბერი, 2020 • 887
ხანძარი პურის მოედანზე

თბილისში, პურის მოედანზე, ერთ-ერთი შენობის სხვენში სახურავი დაიწვა. ხანძრის ამსახველი ვიდეომასალა ფეისბუკზე გავრცელდა.

როგორც “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი სამსართულიანი შენობის სხვენზე გაჩნდა. ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არ შესულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი