2-კვირიანი ძებნის შემდეგ, მეხანძრე-მაშველებმა იპოვეს მტკვარში გადავარდნილი ადამიანის ცხედარი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამაშველო სამუშაოებში 100-ზე მეტი მაშველები და მყვინთავები იყვნენ ჩართული, რომლებიც შესაბამისი ტექნიკითა და სპეციალური აჟჭურვილობით 24-საათიანი რეჟიმით ეძებდნენ გადავარდნილ მძღოლს.

ინციდენტი 2 ივნისს თბილისში, მარცხენა სანაპიროზე მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქემ ავარიული ვითარება შექმნა და დაეჯახა იქვე მოძრავ ავტომობილს, რომლის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მტკვარში გადავარდა.

პოლიციამ მძღოლი, რომლის გამოც გარდაცვლილი მდინარეში გადავარდა, მიმხდარიდან 2 დღის შემდეგ, 4 ივნისს დააკავა. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების დარღვევას გულისხმობს.