ახალი ამბებისაზოგადოება

ხანძარი იყო „ლიბერთი ბანკის“ სათავო შენობაში, არავინ დაშავებულა

3 მარტი, 2026 •
ხანძარი იყო „ლიბერთი ბანკის“ სათავო შენობაში, არავინ დაშავებულა

ხანძარი იყო დღეს, 3 მარტს, ვაკეში, ლიბერთი ბანკის სათავო ოფისის შენობაში.

„ლიბერთი ბანკის“ ცნობით, ცეცხლი გაჩნდა დამხმარე ლიფტის შახტში. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანებულია შენობის მარცხენა ფასადი.

„ხანძრის აღმოჩენა და ლოკალიზაცია მოხდა ადრეულ ეტაპზე, ოპერატიულად და შესაბამისი სამსახურების დროული რეაგირების შედეგად. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი არ გავრცელებულა საოფისე სივრცეებში. დაზიანებულია შენობის მარცხენა კიდის ფასადი. აღნიშნული სივრცე ფიზიკურად დაშორებულია შენობის დანარჩენ ნაწილებს და არ წარმოადგენს საფრთხეს შენობის ოპერაციული ფუნქციონირებისთვის“, – ნათქვამია „ლიბერთი ბანკის“ განცხადებაში.

ბანკი ამბობს, რომ მის ფუნქციონირებას საფრთხე არ ემუქრება და მომსახურების პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი