ახალი ამბები

აღმაშფოთებელი იყო — ევროკავშირის ელჩი ჯანდაცვის ბაზებზე კიბერშეტევაზე

4 სექტემბერი, 2020 • 999
აღმაშფოთებელი იყო — ევროკავშირის ელჩი ჯანდაცვის ბაზებზე კიბერშეტევაზე

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ეხმაურება კიბერშეტევას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და ლუგარის ლაბორატორიაზე.

„ეს იყო აღმაშფოთებელი როგორც ჩემთვის, ასევე, სხვებისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ ეს არ იყო პირველი კიბერშეტევა, რომელიც საქართველოზე განხორციელდა ბოლო პერიოდის განმავლობაში“, – განუცხადა ჰარცელმა 4 სექტემბერს ჟურნალისტებს.

ევროკავშირის ელჩის თქმით, „ამ შემთხვევას ყველა ადევნებს თვალს“, მათ შორის ევროკავშირი. ამასთან, ელჩმა განაცხადა, რომ „ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს აქვს ძალიან აქტიური ინტერესი იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იყო, ვინც ეს განახორციელა.

„სანამ ეს ყველაფერი ძალიან ყურადღებით არ იქნება შესწავლილი, ჯერჯერობით ამაზე კომენტარებს ვერ გავაკეთებთ, სანამ ამაში აბსოლუტური სიცხადე არ იქნება შეტანილი“, – თქვა მან.

„მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ჩვენ ყველას გვახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კიბერუსაფრთხოება, იქიდან გამომდინარეც, რომ არჩევნები ახლოვდება, და  როგორ ფხიზლად უნდა იყოს ყველა, როგორც ევროკავშირი, ასევე, პარტნიორები.ეს ფაქტი კობერუსაფრთხოების საკითხს კვლავ წევს წინა პლანზე“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 3 სექტემბერს განაცხადა, რომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ გამოძიება დაიწყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე.

შსს-ს განცხადებით, 2020 წლის პირველ სექტემბერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე ერთ-ერთი უცხო ქვეყნიდან განხორციელდა კიბერშეტევა, რომლის მიზანს წარმოადგენდა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში, მათ შორის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში დაცული სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და გამოყენება.

ნახეთ ასევე:

ჯანდაცვის სამინისტროზე კიბერშეტევაზე გამოძიება დაიწყო

ჯანდაცვის სამინისტროზე კიბერშეტევაზე გამოძიება დაიწყო

მასალების გადაბეჭდვის წესი