ახალი ამბები

პრეზიდენტისა და ტელევიზიების ვებსაიტებზე კიბერშეტევა განხორციელდა

26 იანვარი, 2024 • 910
პრეზიდენტისა და ტელევიზიების ვებსაიტებზე კიბერშეტევა განხორციელდა

დღეს, 26 იანვარს, გამთენიისა, სტელეკომპანია „ფორმულას“ ვებსაიტზე კიბერშეტევა განხორციელდა.  გათიშულია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საიტიც. გუშინ, 25 იანვარ,ს დილის საათებში კი ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი „მთავარი არხის“ ვებგვერდი გახდა.

როგორც ტელეკომპანია „ფორმულაში“ აცხადებენ, “ვებსაიტი რამდენიმე საათის განმავლობაში იყო გათიშული, თუმცა აღდგენა მოხერხდა. ტექნიკური სამსახური ჰაკერული თავდასხმის დეტალებს არკვევს”, — ნათქვამია ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადება გაავრცელა „მთავარმა არხმაც“, მათი თქმით, საიტზე ჰაკერული თავდასხმა დილის საათებში დაიწყო და წაიშალა მონაცემთა ბაზის ნაწილი.

„ნეტგაზეთი“ ცდილობს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაკავშირებასაც იმის გასარკვევად, თუ რატომ გაითიშა ადმინისტრაციის ვებსაიტი.

ამ დროის მონაცემებით, [10:50] „მთავარი არხის“ ვებგვერდი ფუნქციონირებს, „ფორმულასა“ და პრეზიდენტის საიტები კი გათიშულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი