ახალი ამბები

ენმ და ოქრიაშვილი/ჩოჩელის პარტია არჩევნებზე საერთო ბლოკით გამოვლენ

4 სექტემბერი, 2020 • 1431
ენმ და ოქრიაშვილი/ჩოჩელის პარტია არჩევნებზე საერთო ბლოკით გამოვლენ

კახა ოქრიაშვილისა და  ცეზარ ჩოჩელის პარტია “პროგრესი და თავისუფლება” საარჩევნო ბლოკს “ძალა ერთობაშია” უერთდება.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ და “პროგრესი და თავისუფლების” თავმჯდომარემ კახა ოქრიაშვილმა მოაწერეს ხელი.

როგორც ოქრიაშვილმა განაცხადა, “პროგრესი და თავისუფლება” იქნება გარანტი იმისა, რომ საქართველოში შეიქმნება საუკეთესო ბიზნესგარემო.

კახა ოქრიაშვილი, — სააფთიაქო ქსელ PSP-ს დამფუძნებელი, — რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე იყო, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატებს შორის არ დაუსახელებიათ.

როგორც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, ოქრიაშვილის „პიროვნების მიმართ არავითარი პრეტენზია“ არ არსებობდა, მაგრამ „როგორც პოლიტიკოსი, იგი დაშორდა გუნდს“.

კახა ოქრიაშვილი 4 მოწვევის პარლამენტის წევრია. 2008 და 2012 წლების საპარლამენტო არჩევნებში ის “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი იყო.

 

კახა ოქრიაშვილი ვანო მერაბიშვილს შეხვდა [ფოტო]

მასალების გადაბეჭდვის წესი