ახალი ამბები

პროფსასწავლებლის სტუდენტებსა და აპლიკანტებს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდებათ

2 სექტემბერი, 2020 • 1587
პროფსასწავლებლის სტუდენტებსა და აპლიკანტებს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდებათ

პროფსასწავლებლის სტუდენტებსა და აპლიკანტებს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდებათ.

შესაბამისი ცვლილებები “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” კანონში პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.

კანონის პროექტი ითვალისწინებს წვევამდელის სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ორ ახალ საფუძველს. კერძოდ, წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ:

  • არის პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული  პროფესიული სტუდენტი – შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებამდე.
  • არის აპლიკანტი, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვამდე.

სამხედრო სამსახურში გაწვევა პროფესიული სასწავლებლის სტუდენტისთვის გადავადდება მხოლოდ ერთხელ.

მასალების გადაბეჭდვის წესი