ახალი ამბები

ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიხსნება უმაღლესი სასწავლებლები

26 აგვისტო, 2020 • 1062
ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიხსნება უმაღლესი სასწავლებლები

ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიხნსება უმაღლესი სასწავლებლები. როგორც უწყებათაშორისი საბჭოს წარმომადგენელმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, დღეს, 26 აგვისტოს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამ საკითხზე მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს.

“ჩვენ ასევე ინტენსიურად ვმუშაობთ უმაღლეს სასწავლებლებთან, რომლის შესახებაც მიღებულ გადაწყვეტილებას ეტაპობრივად მოგაწოდებთ”, — განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საბავშვო ბაღები პირველი ოქტომრბიდან გაიხსნება, სკოლები – 15 სექტემბრიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი