ახალი ამბები

საბავშვო ბაღები ოქტომბრიდან გაიხსნება

26 აგვისტო, 2020 • 1226
საბავშვო ბაღები ოქტომბრიდან გაიხსნება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საბავშვო ბაღები პირველი ოქტომრბიდან გაიხსნება.

„მოგეხსენებათ, 15 სექტემბერს იხსნება სკოლები, ხოლო 2 კვირის ინტერვალის შემდგომ, ოქტომბერში – გახისნება საბავშვო ბაღები“, – თქვა დღევანდელ ბრიფინგზე ალექსანდრე ხორჯევანიშვილმა.

მანამდე თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ ჟურნალისტებთან თქვა, რომ ბაღების გახსნა 14 სექტემბრიდან იგეგმება. თუმცა ეს გადაწყვეტილება საბოლოო არ იყო.

პარალელურად, ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მალევე გამოქვეყნებდა რეკომენდაციებისა და წესების ნუსხა, რომლებიც ბაღებმა უნდა დაიცვან.

მასალების გადაბეჭდვის წესი