ახალი ამბები

„საგზაო უსაფრთხოება გახდეს პრიორიტეტი!“ – მთავრობასთან აქციას აანონსებენ

24 აგვისტო, 2020 • 934
„საგზაო უსაფრთხოება გახდეს პრიორიტეტი!“ – მთავრობასთან აქციას აანონსებენ

25 აგვისტოს თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციის წინ საგზაო უსაფრთხოების პრიორიტეტად გამოცხადების მოთხოვნით აქცია გაიმართება.

როგორც ფეისბუკზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მოქალაქეები მთავრობის ადმინისტრაციასთან 13:00 საათზე შეიკრიბებიან.

„ხვალ, 25 აგვისტოს, გლოვის დღეს, შატილის ტრაგედიასთან დაკავშირებით თანაგრძნობის გამოსახატავად და საგზაო უსაფრთხოების პრიორიტეტად გამოცხადების მოთხოვნით საგზაო უსაფრთხოების თემაზე მომუშავე ორგანიზაციების ინიციატივით ვიკრიბებით კანცელარიასთან 13:00სთ ზე. შემოგვიერთდით!,“ – ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.


შატილიდან თბილისისკენ მომავალი მიკროავტობუსი, რომელიც ხევსურეთში ტურისტული ვიზიტით იმყოფებოდა, გუშინ, 23 აგვისტოს გზის სავალი ნაწილიდან, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან, კლდოვან ფერდობზე გადავარდა. ავარიის შედეგად დაიღუპა 17 ადამიანი, მათ შორის- მიკროავტობუსის მძღოლი.

3 გადარჩენილი მგზავრი ამჟამად თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება. ექიმის, ლევან რატიანის თქმით, მათი მდგომარეობა კრიტიკულია.

გარეკანი ფოტო: „მთავარი არხი“.

მასალების გადაბეჭდვის წესი