ახალი ამბები

“სოლიდარობის ალიანსი” ოპოზიციის დეკლარაციას ხმების დაცვაზე ხელს არ აწერს

24 აგვისტო, 2020 • 1019
“სოლიდარობის ალიანსი” ოპოზიციის დეკლარაციას ხმების დაცვაზე ხელს არ აწერს

“ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი” აცხადებს, რომ ხმების დაცვის შესახებ ოპოზიციის მემორანდუმზე ხელმოწერის აუცილებლობას ვერ ხედავს.

ამავდროულად, ალიანსი პირობას დებს ქართულ საზოგადოებისა და ამომრჩეველის წინაშე, რომ ბოლომდე დაიცავს არა მხოლოდ საკუთარი პარტიის ამომრჩევლის ხმებს, არამედ ნებისმიერი მოქალაქის არჩევანს, რაოდენ მიუღებელიც არ უნდა იყოს ის პოლიტიკური ძალა, რომელთაც მათ დაუჭირეს მხარი.

“ნებისმიერი ამომრჩევლის მიერ თუნდაც ჩვენი პარტიისთვის სრულიად მიუღებელი პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანი და მიცემული ხმა უნდა იყოს დაცული, რაც არის საფუძველი არჩევნებზე ნების თავისუფალი გამოხატვისა. ამიტომ მიგვაჩნია, რომ უკლებლივ ყველა პარტიისთვის ეს უნდა წარმოადგენდეს მორალითა და დემოკრატიის უნივერსალური პრინციპებით
ნაკარნახევ ვალდებულებას და არა შეთანხმების შედეგად ერთმანეთის მიმართ აღებულ პასუხისმგებლობას. ამიტომ ვერ ვხედავთ ჩვენი მხრიდან მემორანდუმის ხელმოწერის აუცილებლობას”, – ნათქვამია “ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ოპოზიციის ნაწილი, რომელიც “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში კონსულტაციებში მონაწილეობს, დღეს, 24 აგვისტოს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების დაცვაზე დეკლარაციას მოაწერს ხელს.

რა წერია ოპოზიციის ერთობლივ დეკლარაციაში- სრული ტექსტი

მასალების გადაბეჭდვის წესი