ახალი ამბები

გედევან ფოფხაძემ “სოლიდარობის ალიანსი” დატოვა

24 ნოემბერი, 2020 • 1292
გედევან ფოფხაძემ “სოლიდარობის ალიანსი” დატოვა

გედევან ფოფხაძემ პარტია “ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი” დატოვა. ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს” პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გოგიჩაიშვილმა დაუდასტურა.

როგორც გოგიჩაიშვილი ამბობს, ეს ინფორმაცია მისთვის ცნობილია და ფოფხაძესთანაც მუდმივი კომუნიკაცია აქვთ. გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ ამ გდაწყვეტილების მიზეზზე გედევან ფოფხაძემ უნდა ისაუბროს, თუმცა აღნიშნავს, რომ შესაძლოა ერთ-ერთი მიზეზი ოპოზიციის აქციებთან დაკავშირებით მათი განსხვავებული პოზიციები იყოს. კერძოდ, “სოლიდარობის ალიანსის” ლიდერი ამბობს, რომ ფოფხაძე ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციებს უერთდებოდა, პარტიის დანარჩენი წევრები კი – არა.

“ნეტგაზეთი” აღნიშნულთან დაკავშირებით თავად გედევან ფოფხაძესთან დაკავშირებასაც შეეცადა, თუმცა მობილური ტელეფონი გათიშული აქვს.

ფოფხაძემ “ქართული ოცნება” 2019 წლის თებერვალში დატოვა. მოგვიანებით, ეკა ბესელიას ახლადშექმნილ პარტიაში გაწევრიანდა, რომელიც 2019 წლის აგვისტოში დატოვა, რის შემდეგაც მარიამ ჯაშის, ლევან გოგიჩაიშვილისა და ბექა ნაცვლიშვილის პარტიას, “ჩვენი საქართელო – სოლიდარობის ალიანსს” შეუერთდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი