ახალი ამბები

300 000 ლარის გამოყოფის შემდეგ, ინფექციური პაციენტების მიღებას განაახლებს

22 აგვისტო, 2020 • 1301
300 000 ლარის გამოყოფის შემდეგ, ინფექციური პაციენტების მიღებას განაახლებს

გადაუდებელი სამუშაოებისთვის 300 000 ლარის გამოყოფის შემდეგ, ინფექციური საავადმყოფო აივ/შიდსითა და კოვიდ-ინფიცირებული პაციენტების მიღებას განაახლებს.

ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

“გუშინ ფინანსთა სამინისტროში ჩატარდა დივიდენდების განაწილების კომისიის სხდომა და გადაწყვეტილება [ინფექციურისთვის 300 ათასი ლარი გამოყოფის შესახებ] მიღებულია. როდესაც ჩვენთან მოვა ამ გადაწყვეტილების დასტური, რა თქმა უნდა, ალბათ, განვაახლებთ პაციენტების მიღებას”,- განაცხადა ეზუგბაიამ.

20 აგვისტოს, ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ დაადასტურა, რომ საავადმყოფომ შეწყვიტა აივ/შიდსითა და კოვიდ-ინფიცირებული ახალი პაციენტების სტაციონარში მიღება. მიზეზად მან „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“ პირობების არარსებობა დაასახელა, რის გამოსასწორებლადაც ხელშეწყობას წლებია, ითხოვს.

21 აგვისტოს ფინანსთა სამინისტროში დივიდენდების განაწილების კომისიის სხდომა ჩატარდა და ინფექციურ საავადმყოფოს 300 ათასი ლარის გამოყენების უფლება მიეცა. ინფექციურ საავადმყოფოში “ნეტგაზეთს” დაუდასტურეს, რომ ამის შემდეგ პაციენტების მიღების განახლებას გეგმავენ.

ჯანდაცვის სამინისტრომ სასამართლოში გვიჩივლა, კურიოზული შემთხვევაა – ცერცვაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი