ახალი ამბები

მზად ვართ სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაშვების საკითხი განვიხილოთ – კრემლი ნავალნიზე

20 აგვისტო, 2020 • 959
მზად ვართ სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაშვების საკითხი განვიხილოთ – კრემლი ნავალნიზე

რუსი პოლიტიკოსი და ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დილიდან რეანიმაციულ განყოფილებაში უგონო მდგომარეობაში იმყოფება. მისი პრესსამსახური ამბობს, რომ სავარაუდოდ, ჩაიში ჩაყრილი ნივთიერებით მოწამლეს.

რაც შეეხება კრემლს, რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, კრემლი მზადაა ნავალნის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაშვების საკითხი განიხილოს.

„თუ მიმართავენ კრემლს, ან ჯანდაცვის სამინისტროს, ან ნებისმიერ მსგავს უწყებას.. რუსეთის ბევრი მოქალაქე, მიუხედავად ჩაკეტილი საზღვრებისა, სამკურნალოდ მიფრინავს საზღვარგარეთ და, ცხადია, ჩვენ მზად ვიქნებით, რომ მსგავსი მომართვები მაქსიმალურად ოპერატიულად განვიხილოთ“, – თქვა პესკოვმა. მის სიტყვებს სამთავრობო RIA ავრცელებს.

რაც შეეხება ნავალნის მდგომარეობას, მისი პრესსამსახურის, კირა იარმიშის ინფორმაციით, ის კვლავ მიერთებულია ფილტვების ხელოვნური ვინტილაციის აპარატზე. ცოტა ხნის წინ პალატაში ნავალნისთან მისი ცოლი – იულია ნავალნაია შეუშვეს.

მთელი დღის განმავლობაში იარმიში ტვიტერზე ნავალნის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებდა. ის წერდა, რომ ექიმები აჭიანურებდნენ მისი ზუსტი დიაგნოზისა ან/და მოწამვლის შესაძლო მიზეზის გახმიანებას. გარდა ამისა, იარმიშის ინფორმაციით, საავადმყოფო ჯერჯერობით არ აძლევს ოჯახს დოკუმენტებს, რომელთა დახმარებითაც ნავალნის სხვა საავადმყოფოში გადაყვანა იქნება შესაძლებელი.

სამთავრობო RIA ექიმებზე დაყრდნობით წერს, რომ ნავალნის მდგომარეობა სტაბილურია. 


რუსი პოლიტიკოსი და ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, სავარაუდოდ, მოწამლეს. ინფორმაციას ამის შესახებ მისი პრესსამსახური, კირა ირამიში ტვიტერზე ავრცელებს.

იარმიში იხსენებს, რომ ნავალნი დღეს დილით მოსკოვიდან ტომსშკი ბრუნდებოდა, თუმცა ფრენისას შეუძლოდ გახდა, მას მოწამვლის სიმპტომები აღენიშნებოდა.

BBC-თან იარმიში ყვება, რომ ნავალნის ფრენისას წაუვიდა გული, შესაბამისად, თვითმფირნავი ყველაზე ახლოს მდებარე ქალაქში – ომსკში დასვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი