რუსი პოლიტიკოსი და ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, სავარაუდოდ, მოწამლეს. ინფორმაციას ამის შესახებ მისი პრესსამსახური, კირა ირამიში ტვიტერზე ავრცელებს.
იარმიში იხსენებს, რომ ნავალნი დღეს დილით მოსკოვიდან ტომსშკი ბრუნდებოდა, თუმცა ფრენისას შეუძლოდ გახდა, მას მოწამვლის სიმპტომები აღენიშნებოდა.
BBC-თან იარმიში ყვება, რომ ნავალნის ფრენისას წაუვიდა გული, შესაბამისად, თვითმფირნავი ყველაზე ახლოს მდებარე ქალაქში – ომსკში დასვეს.
Алексей по-прежнему без сознания, его подключили к аппарату искусственной вентиляции легких. В больницу по нашему требованию вызвали полицию
— Кира Ярмыш (@Kira_Yarmysh) August 20, 2020
„ალექსეი ჯერ კიდევ უგონო მდგომარეობაშია, ის ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე მიაერთეს“, – წერს იარმიში ტვიტერზე და ამატებს, რომ მათი ვარაუდით ნავალნი – „ჩაის ჭიქაში გარეული ნივთიერებით მოწამლეს“