ახალი ამბები

ბელარუსის შსს-მ მესამე დემონსტრანტის დაღუპვა დაადასტურა

18 აგვისტო, 2020 • 741
ბელარუსის შსს-მ მესამე დემონსტრანტის დაღუპვა დაადასტურა

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მესამე დემონსტრანტის დაღუპვის შესახებ განაცხადა.

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 19 წლის დემონსტრანტი 16 აგვისტოს ღამით გარდაიცვალა, – მას “რენოს” მარკის ავტომანქანა დაეჯახა, როდესაც გზის სავალ ნაწილზე იმყოფებოდა. გარდაცვლილის ნათესავებს ამ ვერსიის არ სჯერათ.

“ევრორადიოს” ინფორმაციით, გარდაცვლილი არტემ პარუკოვია.

არჩევნების შემდგომ, დემონსტრაციებისა და პოლიციასთან შეტაკებების დაწყების შემდეგ, მანამდე მინიმუმ ორი ადამიანის – ალექსანდრე ტარაიკოვსკისა და ალექსანდრე ვიხორის – დაღუპვის შესახებ იყო ცნობილი. არცერთი მათგანის დაღუპვას სამართალდამცველები თავდაპირველად არ ადასტურებდნენ. ბელარუსის მედიის ცნობით, სამართალდამცველები ცდილოებდნენ წარმოეჩინათ, თითქოს ტარაიკოვკსი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედების შედეგად დაიღუპა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ მას სპეცრაზმელმა ესროლა.

ცვლილებების მომხრენი უმრავლესობაში ვართ – ტიხანოვსკაია მშვიდობიანი აქციების მოწოდებით გამოდის

მასალების გადაბეჭდვის წესი